ავტორიზაცია

VIDEO: როცა კლასი არ ბერდება! არიენ რობენმა 2019 წლის შემდეგ პირველ გოლებში მიიღო მონაწილეობა

თარიღი 09 May 2021, 18:26

ერედივიზიის 32-ე ტურში „გრონინგემი“ სტუმრად „ემენს“ დაუპირისპირდა და 4:0 იმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა 37 წლის არიენ რობენი, რომელმაც 52-ე და 62-ე წუთებზე ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ორივე შემთხვევაში გოლი „გრონინგენის“ 23 წლის ფორვარდმა, ალესიო და კრუსმა გაიტანა.

რობენისთვის ეს ორი საგოლე გადაცემა 2019 წლის 18 მაისის შემდეგ პირველი საგოლე ქმედებები იყო. უკანასკნელად, მისი მონაწილეობით გუნდმა გოლი თითქმის ორი წლის წინ, „ბაიერნისა“ და „აინტრახტის“ შეხვედრაში გაიტანა - ჰოლანდიელმა 5:1 მოგებულ შეხვედრაში თავის გამოჩენა შეძლო.

რობენი - „გრონინგენის“ აღზრდილია. მან 2019 წელს „ბაიერნის“ რიგებში კარიერა დაასრულა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და ტრავმა პირველივე მატჩში მიიღო, რის შედეგადაც მოედანზე ახლახანს დაბრუნდა.