ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით ისტორიული გოლის გატანის შანსი გაუშვა ხელიდან

თარიღი 01 სექ 2021, 23:40

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის ეგიდით, პორტუგალიის ნაკრები ირლანდიას (0:1, პ.ტ) მასპინძლობს.

მე-15 წუთზე, პორტუგალიელთა კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში მყოფმა მეკარემ აუღო.

მოგეხსენებათ, ამჟამად რონალდუს ანგარიშზე სანაკრებო დონეზე გატანილი 109 გოლია (ალი დაეის მსგავსად) და ისტორიის დასაწერად ერთი გოლი სჭირდება.