VIDEO: საფრანგეთმა ამხანაგურ მატჩში კოტდ'ივუარს 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო
ამხანაგური მატჩის ეგიდით, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა "ველოდრომზე" კოტდ'ივუარს უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "მამლების" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მოულოდნელად სტუმრებმა გახსნეს - მე-19 წუთზე თავი ნიკოლა პეპემ გამოიჩინა.
ფრანგებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - 22-ე წუთზე მეტოქის კარი ოლივიე ჟირუმ აიღო.
გამარჯვება საფრანგეთმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე მოიპოვა, კოტდ'ივუარს ორელიენ ტჩუამენიმ გაუტანა.