ავტორიზაცია

VIDEO: საფრანგეთმა ჯგუფში პირველად გაიმარჯვა და A ლიგაში დარჩენის კარგი შანსი დაიტოვა

თარიღი 23 სექ 2022, 00:57

უეფას ერთა ლიგის A ლიგის მეხუთე ტურში, საფრანგეთის ნაკრები "სტად დე ფრანსზე" ავტრიას დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

56-ე წუთზე კილიან მბაპეს ინდივიდუალური გარღვევა ულამაზესი გოლით დააბოლოვა. ამ გოლიდან 10 წუთში გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ ოლივიე ჟირუმ ჰენცის უბადლო თავურით გაუტანა.

ამრიგად, საფრანგეთს 5 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე აინაცვლა, ავსტრიელები 4 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, ფრანგები სტუმრად დაინას დაუპირისპირდებიან, ხოლო ავსტრია ჯგუფის ლიდერს ხორვატიის ნაკრებს მიიღებს.