ავტორიზაცია

VIDEO: საგოლე გადაცემა სლოვაკეთში - ჯაბა კანკავამ სლოვან ბრატისლავას უკაპიტნა

თარიღი 30 ნოე 2021, 12:11

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბრატისლავის სლოვანმა სერედს უმასპინძლა და 2-0 მოუგო.

აღნიშნულ მატჩში, პირველად, სლოვაკეთის ჩემპიონს ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ უკაპიტნა. 71-ე წუთზე 35 წლის შუახაზელმა საგოლე პასიც გააკეთა. გუნდის მეორე ქართველ გურამ კაშიას აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ჯაბა კანკავამ სლოვანის მაისურით 25-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტნები სლოვანს 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ.

16 ტურის შემდეგ სლოვაკეთის ჩემპიონატს 41 ქულით ბრატისლავის სლოვანი ერთპიროვნულად ლიდერობს.