VIDEO: საოცარი 90-მეტრიანი სპრინტი! გურამ კაშიას შესანიშნავი მოქმედება კოსოვოსთან მატჩში
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. საბოლოოდ, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
62-ე წუთზე კოსოვოს კონტრ-შეტევის დროს საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ შესანიშნავი 90-მეტრიანი სპრინტი გააკეთა და საბოლოოდ, ბურთი ჩაჭრა. შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია 34 წლისაა.