VIDEO: საქართველოს საუკეთესო მატჩი საბერძნეთთან - კოშმარული სტატისტიკის ერთადერთი ნათელი წერტილი
როგორც მოგეხსენებათ, 31 მარტს, ჩვენი დროით 22:45 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციოზე საბერძნეთს ესტუმრება.
"ჯვაროსნებისთვის" ელადელები არიან ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეები, თავად განსაჯეთ - 7 შეხვედრა, 0 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება.
ის ერთადერთი ფრე დაფიქსირდა 2010 წლის 9 მარტს, როდესაც ალექსანდრე იაშვილმა ანგარიში მატჩის მესამე წუთზე გახსნა.
"თეთრ-წითლების" შემადგენლობა იყო ასეთი - რევიშვილი, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე, ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, კვირკველია, გოგუა, კობიაშვილი, იაშვილი, დვალიშვილი. გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.
ეს არის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი და ცნობისთვის, ჩვენებმა "ლურჯ-თეთრებთან" ქულა სტუმრად მოიპოვეს. გთავაზობთ ამ მატჩის მიმოხილვას.
ასევე იხილეთ:
VIDEO: ვინ იყო საბერძნეთში მოთამაშე საუკეთესო ქართველი თავად ბერძნების აზრით?
როგორი იქნება საქართველოს ნაკრების 11-ეული საბერძნეთთან მატჩში?