ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია ბრიჯზე - ჩელსიმ გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს ვერ მოუგო

თარიღი 06 Nov 2021, 20:56

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ შინ „ბარნლის“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

33-ე წუთზე „პენსიონერები“ კაი ჰავერცის გოლით დაწინაურდნენ და მინიმალური უპირატესობა დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნეს.

თუმცა, უპირატესობის ვერ გაზრდის გამო „ჩელსი“ მე-80 წუთზე დაისაჯა, როცა ვიდრამ ანგარიში გაათანაბრა და ტუხელის გუნდს 2 ქულა მოპარა.

„ჩელსიმ“ 26 ქულა დააგროვა და ცხრილში ერთპიროვნულ ლიდერობას აგრძელებს, „ბარნლი“ კი 8 ქულით გასავარდნ ზონაშია.