ავტორიზაცია

VIDEO: სენსაციური მარცხი ვანდაზე - ატლეტიკომ შინ მალიორკასთან წააგო

თარიღი 04 დეკ 2021, 23:26

ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ სენსაციურად შინ „მალიორკასთან“ დამარცხდა.

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამართული მატჩი „მალიორკამ“ 2:1 მოიგო.

ანგარიში 68-ე წუთზე მატეუს კუნიამ გახსნა. თუმცა, 80-ზე რუსომ წონასწორობა აღადგინა, 90+1ზე კი ტაკე კუბომ „მალიორკას“ გამარჯვება მოუტანა.

„ატლეტიკოს“ ანგარიშზე 29 ქულა დარჩა და გუნდი ლიდერ „რეალს“ 7 ქულით ჩაორჩება, „მალიორკა“ კი 19 ქულით მე-12 პოზიციაზეა.