VIDEO: სერია ა-ს ახალი ლიდერი ჰყავს - ინტერმა შინ კალიარი გაანადგურა და მილანს გადაუსწრო
იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში „ინტერმა“ შინ „კალიარი“ გაანადგურა.
შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
29-ე წუთზე ჩალჰანოღლუს პასით ანგარიში ლაუტარო მარტინესმა გახსნა და 44-ზე დუბლის გაფორმების შანსიც მიიღო, თუმცა პენალტი გააცუდა.
მიუხედავად ამისა, „ინტერმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელა და მეორე ტაიმში კიდევ სამი უპასუხო გოლი გაუტანა - თავი ალექსი სანჩესმა (50’), ჩალჰანოღლუმ (66’) და ისევ ლაუტარო მარტინესმა (68’) გაიტანეს და „ინტერს“ კომფორტული გამარჯვება მოუტანეს.
ამ გამარჯვებით „ნერაძურიმ“ 40 ქულა დააგროვა, „მილანს“ გადაუსწრო და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, „კალიარი“ კი 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.