VIDEO: სერხიო რამოსის პირველი გაძევება ლიგა 1-ში! პსჟ სტუმრად მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა
ფრანგული ლიგა 1-ს მე-19 ტურში „პსჟ“ სტუმრად „ლორიენს“ დაუპირისპირდა.
პარიზული გუნდი წაგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 90+1 წუთზე მარცხისგან მაურო იკარდიმ გადაარჩინა.
შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო სერხიო რამოსმა, რომელიც მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და მეორე ტაიმში ორჯერ მოასწრო გაფრთხილება.
„ლორიენი" 1-1 „პსჟ"
გოლები: 1-0 მონკონდუტი (40’), 1-1 იკარდი (90+1)
გაძევება: 86’ - სერხიო რამოსი (მეორე ყვითელი).