VIDEO: სეზონის მეორე მარცხი - დორტმუნდმა ბორუსიების დერბი წააგო
ბუნდესლიგის მე-6 ტურში „დორტმუნდი“ ბორუსიების დერბიში „გლადბახთან“ სტუმრად დამარცხდა.
შეხვედრა სტადიონ „ბორუსია-პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე დენის ზაკარიამ შეაგდო და თავის გუნდს პრინციპული გამარჯვება მოუტანა, რომელსაც „გლადბახის“ ყოფილი მწვრთნელი, მარკო როზე წვრთნის.
მე-40 წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედანი ნაადრევად დაჰოუდმა დატოვა და „დორტმუნდს“ მთელი მეორე ტაიმის ჩატარება 10 კაცით მოუწია.
„ფუტკრებმა“ სეზონის მეორე მატჩი დათმეს და 12 ქულით ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფებიან, „გლადბახი“ კი 7 ქულით 11-ა.