VIDEO: შეცდომა და ულამაზესი საგოლე გადაცემა - შუქურამ და დილამ ფრე ითამაშეს
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტური გაიხსნა ქობულეთის "შუქურასა" და გორის "დილას" შეხვედრით, რომელშიც დაფიქსირდა ფრე, 1:1.
აჭარელთა გოლი მოყვა "დილას" შეცდომას, რომლითაც ისარგებლა მიშიკო სარდალიშვილმა, შედეგად 1:0 მასპინძლების სასარგებლოდ.
წონასწორობა აღადგინა რევაზ ჩიტეიშვილმა, რომელმაც ეფექტურად გამოიყენა ამოს ნონდის ულამაზესი გადაცემა.