ავტორიზაცია

VIDEO: შედეგიანი ფრე - პსჟ-მ ამხანაგურ შეხვედრაში მეორე დივიზიონის გუნდს ვერ მოუგო

თარიღი 17 ივლ 2021, 18:45

„პსჟ“ ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის მეორე ლიგაში მოთამაშე „შამბლის“ დაუპირისპირდა და ფრე, 2:2 ითამაშა.

პარიზელთა მხრიდან თავის გამოჩენა ამ შეხვედრაში მაურო იკარდიმ და 18 წლის ხავი სიმონსმა მოახერხეს - არგენტინელმა პირველ ტაიმში თერტმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

„პსჟ-ს“ კარს მატჩის პირველ ნახევარში კეილორ ნავასი იცავდა, მეორეში კი მოედანზე ესპანელი სერხიო რიკო გამოჩნდა.

„პსჟ“ – „შამბლი“ 2:2 (1:0)

გოლები: იკარდი (19’ პენ), ჰეინრი (57, 1:1), სიმონსი (64, 2:1), დუკურე (89, 2:2).