VIDEO: შენგელია დაბრუნდა - ქართველის ლამაზი საგოლე პასი ბელგიაში
ბელგიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ლეუვენისა და სერენის დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 1-3 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში 73-ე წუთზე ლეუვენის ერთადერთ გოლში ქართველმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ მონაწილეობა მიიღო, რომელმაც ეფექტური პასი გააკეთა.
სერენის მხრიდან კი ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნა.