VIDEO: შეუჩერებელი ლაუტარო მარტინესი - ინტერმა სალერნიტანას არგენტინელის პოკერით მოუგო
სერია ა-ს მე-7 ტურში „ინტერმა“ სტუმრად „სალერნიტანა“ გაანადგურა.
შეხვედრა „სტადიო არეკიზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
მატჩის ოთხივე გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა - ანგარიში 62-ე წუთზე გახსნა, 77-ზე დუბლი მიითვალა, 85-ზე პენალტით ჰეთ-ტრიკი გაიფორმა, 89-ზე კი პოკერიც ჩაიწერა აქტივში.
„ინტერმა“ 18 ქულა დააგროვა და „სასუოლოსთან“ მარცხის შემდეგ გამარჯვების გზას დაუბრუნდა, ამჟამად გუნდი „მილანთან“ ერთად ცხრილს ლიდერობს.