VIDEO: შოუ სიგნალ იდუნა პარკზე და ჰოლანდის დუბლი – დორტმუნდმა ვოლფსბურგს გადაუარა
გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" შინაურ კედლებში "ვოლფსბურგს" უმასპინძლა.
"სიგნალ იდუნა პარკზე" გამართული შეხვედრა ბორუსიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 6:1.
ანგარიში 24-ე წუთზე "დორტმუნდის" ახალგაზრდა მცველმა, ტომ როთემ გახსნა, ზუსტად ორ წუთში აქსელ ვიტსელმა გაიტანა, 28 წუთზე კი მანუელ აკანჯიმ აიღო მეტოქის კარი.
35-ე წუთზე თავისი ბურთი ემრე ჩანმაც შეაგდო, სამ წუთში კი ერლინგ ჰოლანდმა თავისი 5-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
მეორე ტაიმიც სტუმართა რბევით დაიწყო - 54-ე წუთზე ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა.
საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე დაფიქსირდა - "ვოლფსბურგის" ნახევარმცველმა, რიდლი ბაკუმ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ "დორტმუნდი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო "ვოლფსბურგი" 34 ქულით მე-13 პოზიციაზეა.