VIDEO: სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება — ინტერმა სტუმრად უდინეზეს სძლია
იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ეგიდით, მილანის "ინტერი" გასვლით მატჩში "უდინეზეს" დაუპირისპირდა.
აღნიშნული შეხვედრა "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
ანგარიში მე-12 წუთზე ივან პერიშიჩმა გახსნა, რასაც 39-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის გოლი მოჰყვა.
72-ე წუთზე იგნასიო პუსეტომ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "ინტერი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 75 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "მილანს" ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო "უდინეზე" 43 ქულით მე-12 პოზიციაზეა.