ავტორიზაცია

VIDEO: სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება — ნაპოლიმ უდინეზე შინ ოსიმენის დუბლით დაამარცხა

VIDEO: სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება — ნაპოლიმ უდინეზე შინ ოსიმენის დუბლით დაამარცხა
თარიღი 19 მარ 2022, 20:06

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" შინაურ კედლებში "უდინეზეს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

ანგარიში 22-ე წუთზე ხერარდ დეულოფეუმ გახსნა, სტუმრები დააწინაურა და პირველ ნახევარში მეტი არაფერი შეცვლილა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაპოლიმ" მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო - ვიქტორ ოსიმენმა 55-ე წუთზე ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 63-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის შეგირდები 63 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებენ, "უდინეზე" კი 30 ქულით მე-14 პოზიციაზეა.