VIDEO: სომხეთმა გერმანიას გაასწრო - სასწაული ქამბექი 2 წუთში და 9 ქულა 3 ტურში!
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სომხეთმა რუმინეთი მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
87-ე წუთისთვის სომხები 1:2 აგებდნენ, თუმცა 87-ე და 89-ე წუთებზე 2 გოლი გაიტანეს და 3 ქულაც მოიპოვეს.
გასულ ტურში, მათ ისლანდია 2:0 დაამარცხეს, უფრო ადრე კი ლიხტენშტეინი 0:1.
გუშინ, გერმანია ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა, რის შემდეგაც J ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი სომხეთი გახდა.