ავტორიზაცია

VIDEO: სუმოისტი სახელად ჰიბიკირიუ ბაშოზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

თარიღი 29 აპრ 2021, 14:39

ჰიბიკირიუ, ჰარუ ბაშოზე მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დაცემიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში მის დასახმარებლად არავინ მოდიოდა.

ჰიბიკირიუ დაახლოებით ექვსი წუთის მანძილზე იწვა უგონოდ, რის შემდეგაც ის გაიყვანეს დარბაზიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა იყო სტაბილური, თუმცა 28 აპრილს სუმოისტის მდგომარეობა დამძიმდა. ის გარდაიცვალა იმავე დღეს და იაპონიის სუმოს ასოციაციამ აღნიშნული ფაქტი გაასაჯაროვა დღეს, 29 აპრილს