ავტორიზაცია

VIDEO: თასზე გაუგებრობის შემდეგ, ბაიერნმა სტუმრად უნიონი გაანადგურა და ცხრილის სათავეში დარჩა

თარიღი 30 ოქტ 2021, 19:28

ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა.

შეხვედრა გერმანიის დედაქალაქში გაიმართა და ბავარიელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 5:2 დასრულდა.

მატჩში გოლები რობერტ ლევანდოსვკიმ (15’ 23’), ლეროი სანემ (35’), კინსლი კომანმა (61’) და თომას მიულერმა (79’) გაიტანეს.

„უნიონის“ რიგებში კი თავი გისელმანმა (43’) და რიერსონმა (65’) გამოიჩინეს.

„ბაიერნმა“ თასზე „გლადბახთან“ 0:5 განადგურების შემდეგ ბუნდესლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილს 25 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.