ავტორიზაცია

VIDEO: ტენ ჰაგის მანჩესტერმა პრემიერ ლიგაში უკვე მე-3 მატჩი წააგო - ამჯერად ოლდ ტრაფორდზე

VIDEO: ტენ ჰაგის მანჩესტერმა პრემიერ ლიგაში უკვე მე-3 მატჩი წააგო - ამჯერად ოლდ ტრაფორდზე
თარიღი 16 Sep 2023, 20:05
პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბრაიტონთან“ 1:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დე ძერბის გუნდმა 1:0 დანი უელბეკის გოლით მოიგო, მეორეში გროსმა სხვაობა ორამდე 53-ე წუთზე გაზარდა, 71-ზე კი ჟოაო პედრომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

73-ზე „იუნაიტედმა“ ერთი გოლი 20 წლის ჰანიბალ მეჯბრის გოლით გაქვითა, თუმცა მეტი ვეღარაფერი გააწყო და პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-3 მარცხი იწვნია.

5 ტურის შემდეგ „იუნაიტედს“ 2 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს და 6 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, „ბრაიტონი“ კი 12 ქულით მეოთხეა.