VIDEO: თომას მიულერის ავტოგოლი ლევერკუზენს ალიანც არენიდან ქულის წაღებაში დაეხმარა
ბუნდესლიგის 25-ე ტურში „ბაიერნმა“ შინ „ლევერკუზენს“ ვერ მოუგო.
შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
მე-18 წუთზე „ბაიერნი“ ნიკლას სულეს გოლით დაწინაურდა, „ლევერკუზენმა“ კი წონასწორობის აღდგენა 36-ზე თომას მიულერის ავტოგოლით აღადგინა.
„ბაიერნმა“ 59 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ 9 ქულით უსწრებს, თუმცა „ბორუსიას“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, „ლევერკუზენი“ კი 45 ქულით მე-3 პოზიციაზეა.