ავტორიზაცია

VIDEO: თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი კვიპროსის ჩემპიონატში

თარიღი 27 სექ 2021, 23:23

კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში აპოელმა პეეკი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში მცირე დაზიანების გამო ვერ ითამაშა გიორგი ქვილითაიამ, მურთაზ დაუშვილი საქმეში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ხოლო თრნიკე ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, რომელსაც მოედანი 77-ე წუთზე წითელი ბარათის გამო დაატოვებინეს.

29 წლის ნახევარმცველი 64-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 13 წუთში მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს.

მე-4 ტურში აპოელისთვის კვიპროსის ჩემპიონატში პირველი ქულები იყო. გუნდს 3 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.