ავტორიზაცია

VIDEO: თურქმა არბიტრმა მატჩი შეცდომით დაასრულა, შემდეგ კი ფეხბურთელები სახშაპედან დააბრუნა და თამაში გააგრძელებინა

თარიღი 09 Nov 2021, 14:14

თურქეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „გაზიანტესპორმა“ „ქასიმფაშა“ 2:0 დაასრულა.

ადგილობრივი საშუალო დონის გუნდების თამაში დასამახსოვრებელი აღმოჩნდა არა ლამაზი ფეხბურთით, არამედ მატჩის რეზონანსული დასასრულით, რომელიც არბიტრმა ჰალიზ ოზკიაჰიამ შემოგვთავაზა.

არბიტრმა, რომლის გვარსაც მეორედ სამწუხაროდ ვეღარ დავწერ, თამაშს 9 წუთი დაუმატა. თუმცა, საფინალო სასტვენი გააჟღერა იმ მომენტში, როცა ტაბლოზე 94:15 ფიქსირდებოდა.

ფეხბურთელები გასახდელში გაეშურნენ, ზოგი უკვე შხაპსაც იღებდა, VAR-ის სისტემა მთლიანად გამოირთო, სტადიონის თანამშრომლები კი ერთ-ერთი კარის შტანგას ხსნიდნენ.

გარკვეული დროის შემდეგ, არბიტრმა საკუთარი შეცდომა გაიაზრა და ფეხბურთელებს მოედანზე მატჩის ჩასამთავრებლად დაბრუნება სთხოვა. საშხაპედან ფეხბურთელების გამოყვანას, VAR-ის სისტემის ამუშავებას და კარის ხელახლა დაყენებას დაახლოებით 15-20 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც თამაში განახლდა. დარჩენილ 5 წუთში ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.