ავტორიზაცია

VIDEO: უდიდესი სენსაცია გერმანიის თასზე - ბაიერნი 0:5 განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა

თარიღი 28 ოქტ 2021, 00:42

გერმანიის თასის 1/16-ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა.

სტადიონ „ბორუსია პარკმა“ DFB Pokal-ის 1/16-ფინალში „გლადბახისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრას უმასპინძლა და მატჩი სენსაციურად, მასპინძლების გამანადგურებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

გლადბახმა 21-ე წუთისთვის მრისხანე მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შესვენებაზე ზოგს შეიძლებოდა გონებოდა, რომ „ბაიერნისთვის“ ეს ქამბექიც შესაძლებელია, თუმცა არა - „ბორუსიამ“ მეორე ტაიმშიც ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და სენსაციური ანგარიშით იმარჯვა.

შესაბამისად, „ბაიერნი“ გერმანიის თასის გათამაშებას ზედმეტად ნაადრევ სტადიაზე გამოეთიშა.