VIDEO: უგოლო პირველი ტაიმი და 5-გოლიანი მეორე! ატლეტიკომ სტუმრად 4:1 იმარჯვა
ლა ლიგის მე-15 ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „კადისი“ 4:1 გაანადგურა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდებმა მეორე ტაიმში ნამდვილი შოუ დადგეს და მაყურებელი ხუთი გოლით გაახარეს. თუმცა, მასპინძელთათვის სამწუხაროდ, აქედან 4 გოლი მათი გუნდის კარში შევიდა.
56-ე წუთზე ანგარიში ლემარმა გახსნა, 70-ზე გრიზმანმა მეორე გოლის გატანა შეძლო, 73-ზე მოედანზე მატეუს კუნია და ანხელ კორეა გამოვიდნენ და უკვე 3 წუთში გოლი შექმნეს - ბრაზილიელის პასით არგენტინელმა შეაგდო.
86-ე წუთზე იან ობლაკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, თუმცა ერთ წუთზე ნაკლებში კუნიამ თაადაც გაიტანა, ამჯერად ასისტენტის როლში ანტუან გრიზმანი მოგვევლინა.
„ატლეტიკომ“ 29 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.