VIDEO: უკეთესად დაწყებას ვერც ინატრებდნენ - იუვენტუსმა შინ დებიუტანტის გოლებით იმარჯვა
სერია ა-ს 24-ე ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ვერონა“ დაამარცხა.
შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ორივე გოლი „იუვეს“ რიგებში დებიუტანტებმა გაიტანეს - დუშან ვლაჰოვიჩმა ანგარიში გახსნა, დენის ზაკარიამ კი მეორე ტაიმში შეხვედრაში წერტილი დასვა.
„იუვემ“ 35 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა „ატალანტას“ თავისი მატჩი ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვს.