VIDEO: უხვგოლიან მატჩში განამ გაიმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი დაიტოვა

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე ტურში განას ნაკრები სამხრეთ კორეას დაუპირსპირდა. "სითი სთედიუმზე" გამართული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და აფრიკელების მინიმალური გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა, მუჰანედ სალისუმ განა დააწინაურა. აქედან ათ წუთში ამსტერდამის "აიაქსის" 22 წლის შემტევმა მუკამედ კუდისმა აფრიკელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ნახევარში სამხრეთ კორეამ საკუთარი თამაში შეცვალა და 58-ე და 61-ე წუთზე ცვლილებიდან შესულმა ჩო გუე-სუნგმა დუბლი გაიფორმა. საბოლოო ჯამში განა არ გატყდა და 68-ე წუთზე კუდუსის მეორე გოლის შედეგად, ოტო ადოს გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ორი ტურის შემდეგ, სამხრეთ კორეას 1 ქულა აქვს, განას ნაკრებმა კი აქტივში 3 ქულა ჩაიწერა. ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალია ურუგვაის დაუპირისპირდება.