VIDEO: უხვგოლიანი ფრე ფულემთან — ლივერპულმა პრემიერ ლიგა ქულების დაკარგვით დაიწყო
ინგლისის ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, "ლივერპული" "ფულემს" ესტუმრა.
"ქრეივენ კოტეჯზე" გამართული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ დასრულდა - 2:2.
მატჩში ანგარიში 32-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა, ალექსანდარ მიტროვიჩმა გახსნა და პირველი ტაიმი ლონდონელებმა მოიგეს.
64-ე წუთზე იურგენ კლოპის შეგირდებმა წონასწორობა აღადგინეს - დარვინ ნუნიესმა პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო, თანაც ქუსლით.
მალევე, 72-ე წუთზე, მიტროვიჩმა "ლივერპულის" კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო და "ფულემი" კვლავ დაწინაურდა.
საბოლოო შედეგი მე-80 წუთზე მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა, რომელმაც ინგლისის ვიცე-ჩემპიონი მარცხისგან იხსნა.