VIDEO: უხვგოლიანი ფრე - ინტერმა ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა

სერია ა-ს მე-3 ტურში „ინტერმა“ პირველი ქულები დაკარგა და სტუმრად „სამპდორიას“ დაუზავდა - 2:2.
შეხვედრაში ანგარიში სიმონე ინძაგის გუნდმა მე-18 წუთზე გახსნა, როცა დიმარკომ მოახერხა გოლის გატანა.
33-ზე იოშიდამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 44-ზე ლაუტარო მარტინესმა „ინტერი“ წინ მეორედ გაიყვანა და ტაიმი მოაგებინა.
თუმცა, უკვე 47-ე წუთზე აუგელომ ანგარიში ისევ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
3 ტურის შემდეგ „ინტერი“ 7 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზე რჩება, „სამპდორიას“ ანგარიშზე კი მხოლოდ 2 ქულაა.