VIDEO: უხვგოლიანი მატჩი ალიანც არენაზე — ბაიერნმა შინაურ კედლებში კიოლნს მოუგო
გერმანიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების მეორე ტურის ეგიდით, "ბაიერნმა" "კიოლნს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება მიუნხენური გრანდის გამარჯვებით დასრულდა - 3:2.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 50-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა. 59-ე წუთზე, სერჟ გნაბრიმ "რეკორდმაისტერის" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში ჯერ ენტონი მოდესტემ გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე მარკ უტმა საერთოდ წონასწორობა აღადგინა.
საბოლოო ჯამში, იულიან ნაგელსმანის შეგირდებს სამი ქულა 71-ე წუთზე გნაბრის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
მომდევნო მატჩს "ბაიერნი" 28 აგვისტოს, ბერლინის "ჰერტასთან" სტუმრად გამართავს. თავის მხრივ, იმავე დღეს, "კიოლნი" "ბოხუმს" უმასპინძლებს.
ვიდეომიმოხილვა