VIDEO: უხვგოლიანი მატჩი და ბაიერნის გაუგებრობა გრძელდება - მიუნხენელებმა შესაძლოა ლიდერობა დაკარგონ
ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ბაიერნი“ სტუმრად მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ დამარცხდა.
შეხვედრა „ბორუსია-პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
„ბაიერნი“ მე-9 წუთზევე 10 კაცით დარჩა, როცა უხეშობისთვის მოედნიდან დაიო უპამეკანო გააძევეს. აქვე გამოჩნდა, რომ მიუნხენელებს მარტივი გასეირნება არ ელოდათ და ასეც აღმოჩნდა - მე-13 წუთზე შტინდლმა მასპინძლები დააწინაურა.
35-ზე ჩუპო-მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 55-ზე ჰოფმანმა „ბორუსია“ კვლავ წინ გაიყვანა.
84-ზე მარკუს ტურამმა ანგარიში 3:1 გახადა და გამარჯვებულზე კითხვებს წერტილი თითქმის საბოლოოდ დაუსვა. 90+3 წუთზე ახალგაზრდა მატის ტელმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 3:2-ც დააფიქსირა.
„ბაიერნი“ 43 ქულით ჯერ მაინც პირველ ადგილზე რჩება, თუმცა თავისი მატჩის მოგების შემთხვევაში „უნიონ ბერლინი“ ჯგუფში გალიდერდება. დედაქალაქელები ხვალ ბოლოადგილოსან „შალკეს“ ხვდებიან.