VIDEO: ურთულესი გამარჯვება სამპდორიასთან - მილანმა 10 კაცით იმარჯვა, თუმცა ნაპოლისთან მატჩისთვის ლიდერი დაკარგა
სერია ა-ს მე-6 ტურში „მილანმა“ სტუმრად „სამპდორია“ ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა „ლუიჯი ფერარიზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ანგარიში მე-6 წუთზე ჯუნიორ მესიასმა რაფაელ ლეაოს პასით გახსნა. 47-ე წუთზე პორტუგალიელმა მაკრატელას დარტყმა წარუმატებლად სცადა, მეტოქე დააზიანა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც „მილანი“ 10 კაცით დარჩა.
რიცხობრივი უპირატესობა „სამპამ“ 57-ე წუთზე გამოიყენა, როცა ჯურიჩიჩმა მოახერხა თავის გამოჩენა და ანგარიშის გათანაბრება.
თუმცა, 10 წუთში ოლივიე ჟირუმ პენალტი მოიპოვა და თავადვე გოლად აქცია, რამაც „მილანს“ ურთულესი გამარჯვება მოუტანა და გუნდი 14 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად ცხრილის სათავეში მინიმუმ „ატალანტას“ მატჩამდე დარჩება.
მომდევნო ტურში, 18 სექტემბერს კი, „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. თუმცა, რაფა ლეაოს გარეშე.