VIDEO: ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდა.
მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ლიპარტელიანის მეტოქე კანადელი შადი ელნაჰასი იყო, რომელიც ლიპომ იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ამრიგად, საქართველოს მორიგი მედლის რეალური შანსი აქვს - ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება.