VIDEO: ვერნერისა და სანეს გოლები — გერმანიამ გასვლით მატჩში ლიხტენშტეინი დაამარცხა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ლიხტენშტეინმა შინაურ კედლებში გერმანიას უმასპინძლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული დაპირისპირება "ბუნდესთიმის" გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 41-ე წუთზე მეტოქის კარი ტიმო ვერნერმა აიღო და გერმანელები დააწინაურა.
საბოლოო შედეგი ლეროი სანემ დააფიქსირა, რომელმაც ლიხტენშტეინს 77-ე წუთზე გაუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, გერმანიის ნაკრები J ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ სომხეთს ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიხტენშტეინი 0 ქულით ბოლო, მე-6 პოზიციაზეა.
მომდევნო მატჩს "ბუნდესთიმი" 5 სექტემბერს სწორედ სომხეთთან გამართავს შინაურ კედლებში, იმავე დღეს ლიხტენშტეინი რუმინეთს ესტუმრება.