VIDEO: ვოლკოვი დაფრინავს - ქართველის ჰეთ-თრიქი აზერბაიჯანის ჩემპიონატში!
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურში საბაჰი საკუთარ მოედანზე ზირასთან ფრედ, 3-3 დასჯერდა.
ფენომენალური მატჩი ჰქონდა ზირას ქართველ ფორვარდ დავით ვოლკოვს, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდმა ზირას მაისურით 10-ჯერ ითამაშა, მე-8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.