ავტორიზაცია

VIDEO: ყველანაირი კითხვების გარეშე - მუნდიალის გახსნის მატჩში ეკვადორმა ყატარი არ შეიმჩნია

თარიღი 20 ნოე 2022, 22:02
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ეკვადორმა ყატარი დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „ალ ბაიტზე“ გაიმართა და სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ეკვადორის ნაკრები პირველივე წუთებიდან შეუდგა საქმეს და მეტოქეს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ მისცა - ორივე გოლი გუნდმა პირველ ტაიმში, ენერ ვალენსიას ავტორობით გაიტანა და გამარჯვება გაინაღდა.