VIDEO: ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი MLS-ის ისტორიაში — ნეშვილის ნახევარმცველმა 3 გოლი 16 წუთში გაიტანა

"ნეშვილის" ნახევარმცველმა, ჰანი მუხტარმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
26 წლის გერმანელმა "ჩიკაგოსთან" (5:1) გამართული მატჩის საწყის 16 წუთში სამი გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში მუხტარმა საერთო ჯამში "ნეშვილის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
იხილეთ ვიდეო