ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მეორე მარცხი - ალეგრის იუვენტუსი ჩაძირვას აგრძელებს

თარიღი 30 ოქტ 2021, 22:13

სერია ა-ს მე-11 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ვერონასთან“ დამარცხდა.

შეხვედრა ვერონაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ჯოვანი სიმეონემ 14 წუთში დუბლი შეასრულა და „იუვენტუსის“ საქმე საწყისი წუთებიდანვე დაამძიმა.

დარჩენილ დროში ალეგრის გუნდმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვეთა მოასწრო - 80-ე წუთზე უესტონ მაკკენიმ „იუვე“ თამაშში დააბრუნა, თუმცა ტურინელებმა მეტი ვერაფერი მოასწრეს და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

„ვერონამ“ 15 ქულა დააგროვა და ცხრილში მერვე ადგილს იკავებს, „იუვესაც“ ზუსტად ამდენი ქულა აქვს და ერთით ქვედა პოზიციაზე იმყოფება.