ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მეორე ოლიმპიური ოქრო! ბრაზილიამ ფინალში ესპანეთი დაამარცხა

თარიღი 07 აგვ 2021, 18:07

ბრაზილიის ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების ფინალში ესპანეთს მოუგო და ოქროს მედლები ზედიზედ მეორედ მოიპოვა!

ფინალური შეხვედრა ბრაზილიელებმა ექსტრა-ტაიმში 2:1 მოიგეს.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 45+2 წუთზე მატეუს კუნიას მიერ გატანილ გოლს 61-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა თავისი გოლით უპასუხა და საქმე დამატებით დროში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა რიჩარლისონმა პენალტი გააცუდა.

დამატებით დროში ბრაზილიას გადამწყვეტი უპირატესობა 108-ე წუთზე, ექსტრა-ტაიმში მოედანზე გამოსულმა მალკომმა მოუტანა, რომელსაც ანტონიმ გაატანინა.

დარჩენილ წუთებში ესპანეთმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და ვერცხს დასჯერდა, ბრაზილიამ კი ოლიმპიური ოქრო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

რაც შეეხება ბრინჯაოს, მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში მექსიკამ იაპონიას 3:1 მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.