ავტორიზაცია

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია სომხეთთან მატჩის წინ

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია სომხეთთან მატჩის წინ
თარიღი 19 Mar 2025, 18:29
ერთა ლიგაზე, სომხეთის წინააღმდეგ, გასვლაზე გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

სომხეთთან შანსებზე: "ეს კავკასიური დერბია. ასეთ მატჩების მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება. სომხეთმა ცოტა ხნის წინ მწვრთნელი შეიცვალა, რომელთანაც შეუძლია, სხვა დონეზე ავიდეს. ჩემი ფეხბურთელები საბრძოლველად და ხარისხიანი ფეხბურთის სათამაშოდ მზად არიან. იმედა, ხვალ გამარჯვებული საქართველო იქნება."

გუნდის ტაქტიკაზე: "ტაქტიკური ცვლილებების დრო ნამდვილად მოდის, მაგრამ ხვალ ჩვენი ამოცანა ისაა, რომ თითოეული ფეხბურთელი დაცვაშიც იყოს და შეტევაშიც. ბოლო წლებში 3-5-2 სქემით წარმატებულად ვითამაშეთ, თუმცა ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და შეუძლებელია, ყოველთვის ერთი და იგივე აკეთო."

კვარაცხელიას არყოფნაზე: "ხვიჩას გარეშე თამაში მარტივი არაა, რადგან ის უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ ბევრჯერ აღვნიშნე, რომ მთავარია, დისციპლინირებულად ვიმოქმედოთ. ხვალ თამაშის აქტიურად დაწყებას ვაპირებთ."

სრული პრესკონფერენცია იხილეთ აქ.

საქართველო ერთა ლიგის პლეიოფში, B დივიზიონში დარჩენისთვის სომხეთთან ორმატჩიან დუელში იბრძოლებს. პირველი დაპირისპირება 20 მარტს, ერევანში შედგება, 3 დღის შემდეგ კი, განმეორებით მატჩს თბილისი უმასპინძლებს.

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია LaGazzetta.ge-ს ფოტო