ავტორიზაცია

ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია

ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია
თარიღი 07 Nov 2025, 14:53
15 და 18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესპანეთისა და ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

აღნიშნული მატჩების წინ პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გამართა.

ნაკრების ტაქტიკაზე

"ის, რომ მეტოქეებმა ჩვენი ტაქტიკა შეისწავლეს, ჩვეულებრივი ამბავია. გვაქვს თაობათა ცვლა. ევროპის სხვა ნაკრებების ცენტრალური მცველები ერთად წლებია თამაშობენ, ჩვენ კი ხოჭოლავა, კვერკველია, გველესიანი გამოგვაკლდა. სამაგიეროდ, მოდიან გოგლიჩიძე, ნარიმანიძე, ლოჩოშვილი და სხვები. ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ცხოვრებისეული მომენტი იყო. როდესაც მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მიდიხარ და რამდენიმე დღე გჭირდება, რომ გონს მოხვიდე, ასე ვართ ახლა ჩვენ."

21-წლამდე ნაკრები

"ვიცი, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი თამაშები აქვს, თუმცა ჩვენც მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, რადგან მომავალს ვუყურებთ, გუნდის შენების პროცესში ვართ და ასეთ დროს, ნარიმანიძის და სიგუას ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მნიშვნელოვანია."

ჯგუფიდან გასვლის შანსებზე

"როგორვ ვთქვი, ამ ეტაპზე შენების პროცესში ვართ და გვინდა, აქცენტი მომავალზე გავაკეთოთ. როცა ნაკრებში მოვედი, სამმცველიან ტაქტიკაზე მუშაობა დავიწყე და მეგონა, ეს გაამართლებდა, თუმცა პირველი წელი ყოველთვის რთულია. მაგალითად მინდა მოვიყვანო ლუის ენრიკე, როცა ის პსჟ-ში მივიდა, პირველ წელს ყველა მის წასვლას ითხოვდა, შემდეგ წელს კი შედეგი დადო. ასეა, მომავლის შენებას დრო სჭირდება."

რა არის ნაკრების პრობლემა?

"კონცეტრაციის და აგრესიის პრობლემას ვხედავ. ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაშია და სტანდარტულებში, არამედ ზოგად დამოკიდებულებაში, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია."

აზაროვის და დვალის არყოფნა ნაკრებში

"ბოლო 5 მატჩი აზაროვი შახტარის სათადარიგოთა სკამზე იყო. თვეში ერთი თამაშიც არ მოუწია, ამიტომ ვერ მოხვდა ის ნაკრებში - რითმულობის და ფიზიკურობის ნაკლებობის გამო. რაც შეეხება დვალს, ესპანეთთან მატჩში მან ცუდი მატჩი ჩაატარა და ვერ გაიგო, რა დავალებაც მივეცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრებში აღარ იქნება. ლაშა ძალიან მიყვარს, ევროპის ჩემპიონატზე კარგი მატჩები ჩაატარა, თუმცა ის იმ მოთამაშეთა სიაშია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რითმში დაბრუნება ვერ შეძლო. ვფიქრობ, ის ბევრს იმუშავებს და მომავალში ნაკრებში კვლავ ვიხილავთ."