"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია" - ალექსანდრე იაშვილი

ბოლო პერიოდში, ნაკრების ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, ბევრი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვოს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი სფფ.-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"ვილის ნაკრებთან კონტრაქტი კვლავ აკავშირებს, თუმცა კონტრაქტზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. რთული პერიოდი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ვილი სწორ ანალიზს გამოიტანს და ეს მომავალში აისახება. ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია," - ალექსანდრე იაშვილი.
"აქცენტი მომავალზე უნდა გავაკეთოთ. როცა ნაკრებში მოვედი, სამმცველიან ტაქტიკაზე მუშაობა დავიწყე და მეგონა, ეს გაამართლებდა, თუმცა პირველი წელი ყოველთვის რთულია. მაგალითად მინდა მოვიყვანო ლუის ენრიკე, როცა ის პსჟ-ში მივიდა, პირველ წელს ყველა მის წასვლას ითხოვდა, მეორე წელს კი შედეგი დადო. ასეა, მომავლის შენებას დრო სჭირდება," - ვილი სანიოლი.