ავტორიზაცია

"ვიმედოვნებ, ჩვენი პროექტის ნაწილი გახდება", - კლუბი, რომელიც მესისთვის ბრძოლას აპირებს

"ვიმედოვნებ, ჩვენი პროექტის ნაწილი გახდება", - კლუბი, რომელიც მესისთვის ბრძოლას აპირებს
თარიღი 20 ივლ 2022, 15:58

"ინტერ მაიამის" თანამფლობელს, დევიდ ბექჰემს თავისი გუნდის რიგებში "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ლიონელ მესის ხილვა სურს.

ამის შესახებ ამერიკული კლუბის პრეზიდენტმა, ხორხე მასმა ისაუბრა.

"დევიდ ბექჰემიც და მეც აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მოწვევისკენ ვისწრაფვით, არა მხოლოდ იმ პროექტის გამო, რომელსაც ვქმნით. გვინდა შეერთებულ შტატებში ორიენტირი ვიყოთ და თუ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებზე ვისაუბრებთ, მაშინ ლეო, რა თქმა უნდა, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია".

"ვიმედოვნებ, შესრულდება ყველა პირობა იმისათვის, რათა აქ გადმოვიდეს და "ინტერ მაიამის" მაისურით იასპარეზოს. ამისაკენ ვისწრაფვით. ჯერ კიდევ არაფერია გარანტირებული, შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ ოპტიმისტი ადამიანი ვარ და იმედი მაქვს, მომავალში მესი ჩვენი პროექტის ნაწილი გახდება".

"აქ ბევრი კატალონიელია: ხავი ასენსი, ვიქტორ ოლივერი, რომელიც ბარსელონადან ახლახან ჩამოვიდა, რათა მომავალს საფუძველი ჩაუყაროს".

"ახალი სტადიონის აშენებას ვგეგმავთ... წუხელ ლაპორტასთან ერთად დიდი დრო გავატარე. ჩემთვის დიდი პატივია აქ ისეთი დონის კლუბების ხილვა, როგორიც "ბარსელონაა" და მინდა, რომ "ინტერ მაიამიმ" ასეთი ტიპის კლუბებთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს", - ციტირებს მასის სიტყვებს Daily Mail-ი.