ავტორიზაცია

ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი ბუკმეიკერების აზრით და როგორია ალბათობა?

ვინ არის ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი ბუკმეიკერების აზრით და როგორია ალბათობა?
თარიღი 06 Sep 2023, 22:50
ოქროს ბურთის ნომინანტთა ოცდაათეული გამოქვეყნდა და დროა გავიგოთ, ვინ არის ბუკმეიკერების აზრით ამ ჯილდოს დაუფლების მთავარი ფავორიტი.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბუკმეიკერებისთვის მთავარი ფავორიტი ლეო მესი გახდა და მას შემდეგ, ეს სტატუსი არავის დაუთმია, მიუხედავად ერლინგ ჰოლანდის საკლუბო წარმატებების.

სადღეისოდ, ლეო მესის კარიერაში მე-8 ოქროს ბურთის მოგებას კოეფიციენტი მიზერული, 1.13 აქვს, რაც მოგების 88.2% ალბათობას ნიშნავს.

მეორე ადგილზე, მოლოდინისამებრ, ერლინგ ჰოლანდს ვხედავთ, რომლის მოგების კოეფიციენტი 6.5-ს, ალბათობა კი 15.5%-ს შეადგენს.

მესამე ადგილზე ვინისიუს ჯუნიორია 45.0 კოეფიციენტითა და 2.2% ალბათობით, შემდეგ კევინ დე ბრუინი მოდის 50.0 კოეფიციენტით და 2% ალბათობით.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი არ გახდა, ლეო მესი საკუთარ რეკორდს 30 ოქტომბერს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ოქროს ბურთს კარიერაში მერვედ დაეუფლება.