ვინ ჩაიბარებს ტურინის იუვენტუსს? — მთავარი კანდიდატი ცნობილია

გუშინ, ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობამ იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერიმ მთავარ კანდიდატად ლუჩანო სპალეტი შეარჩია და მასთან მოლაპარაკებები დაიწყო — გეგმა B კი რობერტო მანჩინია.
ტურინის იუვენტუსმა მიმდინარე სეზონი მძიმე დაიწყო და ბოლო 8 თამაშიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო. ბიანკონერის სერია ა-ში 12 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება

