ვინ დასახელდა ჩრდილოეთ მაკედონია - ჰოლანდიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის დასკვნით ტურში ჰოლანდიამ ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 3:0 გაანადგურა.
უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, აღნიშნული დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად ნიდერლანდების ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი დასახელდა.
30 წლის ფეხბურთელმა მაკედონიელებთან შეხვედრაში დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი ბურთი კი მემფის დეპაიმ გაიტანა.
მოგეხსენებათ, ჰოლანდიამ 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მაკედონიამ ტურნირზე ერთი ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა.