ავტორიზაცია

ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს ყველაზე მეტად? — აშრაფ ჰაკიმის კომენტარი

ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს ყველაზე მეტად? — აშრაფ ჰაკიმის კომენტარი
თარიღი 16 Aug 2025, 14:44
პარი სენ ჟერმენის მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე და ტიტულის მთავარ ფავორიტებზე ისაუბრა.

"როდესაც ხალხი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის მომიხსენიებს, ეს ისეთი ოცნებაა, რომელზეც არასდროს მიფიქრია. თუ მისი მოგების შანსი მექნება, ვფიქრობ, რომ ამას ვიმსახურებ კიდეც. მითუმეტეს, ასეთი ისტორიული სეზონის შემდეგ, რომელიც ჩავატარე, ბევრი ფეხბურთელი არ არის, რომელსაც გოლი გაეტანოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, 1/2 ფინალში და ფინალში — ეს კი მცველისთვის გაცილებით რთულია."

"ხალხს თავდამსხმელი ან ნახევარმცველი ვგონივარ, მაგრამ არა, მე ოთხკაციან დაცვის ხაზში ვთამაშობ და დაცვაზეც უნდა ვიფიქრო. ის სტატისტიკა, რომელიც წელს მქონდა, ჩვეულებრივი მცველის მონაცემები არ არის. ვფიქრობ, როდესაც მცველი ასეთ შედეგს აღწევს, ის თავდამსხმელზე მეტ აღიარებას იმსახურებს" — აშრაფ ჰაკიმი.